
წმინდა სინოდის მიერ ეკლესიიდან შესაძლო განკვეთის შემდეგ, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე (ცაავა) პოლიტიკაში წასვლას გამორიცხავს.
როგორც მეუფემ „პრაიმტაიმთან- თან განაცხადა, მისი მისამართით პოლიტიკაში შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით, ცრუ ინფორმაციას საპატრიარქო და სპეცსამსახურები ავრცელებენ.
„ეს ინფორმაცია საპატრიარქოსა და სპეცსამსახურების მხრიდან ჩემს მიმართ არის გაჟღერებული, ჩემი დისკრედიტაციის მიზნით. პოლიტიკაში წავალ თუ არა? – რა თქმა უნდა, არა.
ვფიქრობ, ორივე არის დაინტერესებული ამ დეზინფორმაციის გავრცელებით. ჩემთვის პოლიტიკა არის მხოლოდ უსამართლობის, უზნეობის, უწმინდურობის, უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა“,- განაცხადა მეუფემ.
კითხვაზე, რაში აწყობს საპატრიარქოსა და სპეცსამსახურებს მისი პოლიტიკაში „გარევა“- მეუფე პეტრე გვპასუხობს – „ეს მათ უნდა კითხოთ“.
ინფორმაციისთვის, სინოდის სხდომაზე ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთის საკითხი, შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს, ამის შესახებ ბოდბელა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან განაცხდა.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე























