
ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამბობს, რომ მას საკუთარი „იუთუბ“ არხი აქვს, სადაც ქადაგებებს და ფილმებს დებს.
მეუფემ ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.
როგორც მეუფემ განმარტა, მას სწორედ საკუთარი ქადაგებების ჩასაწერად და youtube ზე ასატვირთად სჭირდება აიფონი.
„ძალიან ადვილია ჩემს „იუთუბ“ არხზე მოხვედრა, ქართული ასოებით მეუფე ნიკოლოზი უნდა ჩაიწეროს და იქ ფილმებიც არის, ჩემი ქადაგებებიც არის“, – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
ცნობისთვის, მეუფეს „იუთუბ“ არხზე 1600-ზე მეტი გამომწერი ჰყავს და 180 -მდე ვიდეო უდევს.






















