
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს, რომ სასამართლო პროცესზე, ნებისმიერი ჟურნალისტი დაუშვან, რათა ადგილზე ჩამოუყალიბდეთ საკუთარი შთაბეჭდილება.
სააკაშვილი, აღნიშნულ პროცესს ისტორიულად სამარცხვინოს უწოდებს.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო დარბაზში ჩემი კოლეგების ნახვა. მაგრამ, ამჯერად მივმართავ სასამართლოს, რომ დარბაზში შემოუშვან ნებისმიერი პოლიტიკური მიმდინარეობის ჟურნალისტები, თუნდაც აპარატურის გარეშე, რათა საკუთარი თვალით ნახონ ეს ისტორიულად სამარცხვინო პროცესი და შეძლონ ადგილზე ჩამოუყალიბდეთ საკუთარი შთაბეჭდილება“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, 2 დეკემბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ პიჯაკების საქმეს განიხილავენ. სასამართლო მსვლელობის პარალელურად, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა აქცია დააანონსეს.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები






















