15:08 | 2020-06-28 ავტორი: თამარ ბუჩუკური

საკვებად უვარგისი პური – ფრთხილად! მომხმარებელი შემზარავ ისტორიას ასაჯაროებს

საკვებად უვარგისი პური – ფრთხილად! მომხმარებელი შემზარავ ისტორიას ასაჯაროებს

პური ხოჭოთი – ეს ქართულ პროდუქციაში ახალი პროდუქტი არ არის, რომელსაც ეგზოტიკური გემოვნების მომხმარებლებს სთავაზობენ.

 

ჭვავის პურში მხოლოდ მზესუმზირის გულები უნდა ყოფილიყო, თუმცა თეთრი მარცვლეულის ფონზე პურის ნაჭერში „გაჭედილი“ შავი ხოჭო, ნამდვილად შემზარავი სანახავია.

 

საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხმარებელმა საკვებად უვარგისი პური შეიძინა და ფოტო გადაიღო.

 

ამ ფაქტის შესახებ „პრაიმტაიმისთვის“ სოციალური ქსელის მეშვეობით გახდა ცნობილი.

 

„…შევიძინეთ „ლიტვური პური”-ის ეს სახეობა ( მზესუმზირით), ჭამის პროცესში კი შევნიშნეთ ყველამ, რომ გული უცნაურად ფხვიერი იყო,

 

მაგრამ ვერანაირად წარმოვიდგენდით თუ შიგნით ცოცხალ-მკვდარი არსება იჯდებოდა. ეს არის უზარმაზარი ხოჭო, რომელსაც ნახევარი პური აქვს ნაჭამი.

 

იქიდან გამომდინარე, რომ პური შეფუთული იყო და სავარაუდოდ, ხოჭო დამზადების პროცესში მოხვდა შიგნით…

 

#ლიტვურიპური-ის მწარმოებლებს – თქვენზე ზედმეტ კომენტარსაც არ გავაკეთებ!“ – წერს მომხმარებელი.

 

 

როცა უამრავი დაავადების განმაპირობებელ ფაქტორად მედიკოსები დაბინძურებულ და საკვებად უვარგის პროდუქტს ასახელებენ,

 

როცა მსოფლიო ტენდენციად ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების ხელმისაწვდომობა იქცა,

 

როცა მომხმარებლები ცდილობენ, მეტი თანხა ხარისხიან პროდუქციაში გადაიხადონ და ისეთი ყოველდღიური მოხმარების საკვები, როგორიც პურია, მწარმოებელი ხოჭოს ექსტრაქტით გთავაზობს, ოღონდ სიურპრიზად, ყურადღების გამახვილებად ნამდვილად ღირს.

 

დაბინძურებული საკვების შემზარავი ფოტოები ერთ-ერთ ცნობილ კაფეში
2020-06-14დაბინძურებული საკვების შემზარავი ფოტოები ერთ-ერთ ცნობილ კაფეში

 

ამიტომ „პრაიმტაიმი“ ლიტვურ საცხობს დაუკავშირდა, მომხდარზე განმარტებისთვის.

 

კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი საქმის კურსში არიან და ყველა ღონეს იხმარენ, რათა საკვების დაბინძურების მიზეზი დადგინდეს.

 

„მომხდარის შესახებ ჩვენს სოციალური ქსელის მეშვეობით შევიტყვეთ. დაუყონებლივ, მომხმარებელს დავუკავშირდით.

 

წინასწარი ინფორმაციით, წარმოების პროცესის გადაცდომა არ ყოფილა. საქმე ან ლოჯისტიკური ან შენახვის პირობების დარღვევის ფაქტთან გვაქვს.

 

დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით, რადგან ამ ეტაპზე, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კონკრეტული მიზეზი დადგინდეს“ – აცხადებენ კომპანიაში.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X