
ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის და უპირველესად ქალისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ხასიათის ძალადობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ის არასრულწოვანი გოგონას თვითმკვლელობას ეხმიანება.
„14 წლის გოგონას თვითმკვლელობა ტრაგედიაა! ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის და უპირველესად ქალისთვის, მომხდარი ძალიან მძიმეა და კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ხასიათის ძალადობა!
დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რათა არ წახალისდეს ძალადობა. მსგავსი საკითხების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება კი, უნდა იყოს მკაცრი და ცალსახა!“ – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.






















