01:08 | 2021-09-29 ავტორი: სალომე ნეფარიძე

სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სამუშაო ვიზიტი საფრანგეთში ემანუელ მაკრონთან შეხვედრით დაასრულა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ტრიუმფალურ თაღთან უცნობი ჯარისკაცის საფლავთან საფრანგეთისათვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას მიაგეს პატივი.

 

ბოლო კვლევებით ჩვენ გვაქვს 49%-ზე მეტი, არავითარი საფუძველი არ გვაქვს, თეორიულადაც კი განვიხილოთ რიგგარეშე არჩევნები - ირაკლი ღარიბაშვილი
2021-09-29ბოლო კვლევებით ჩვენ გვაქვს 49%-ზე მეტი, არავითარი საფუძველი არ გვაქვს, თეორიულადაც კი განვიხილოთ რიგგარეშე არჩევნები - ირაკლი ღარიბაშვილი

 

„ცერემონიაზე შესრულდა საქართველოს და საფრანგთის სახელმწიფო ჰიმნები, პრეზიდენტებმა გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საფრანგეთისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას, რის შემდეგაც ემანუელ მაკრონმა და სალომე ზურაბიშვილმა ერთმანეთს დელეგაციები წარუდგინეს.

 

ცერემონიის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა და ემანუელ მაკრონმა შეხვედრა გამართეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X