
ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას ხვდება.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ომბუდსმენმა განაცხადა, პრეზიდენტთან ბოლო დროს განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრებს.
„დღეს მოვედი საქართველოს პრეზიდენტთან, რომელიც არის სახელმწიფოს მეთაური და მინდა, ჩემი მოსაზრებები და წუხილები გავუზიარო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ვესაუბრო გამოძიებასთან მიმართებითაც. როგორც მოგეხსენებათ, არაერთხელ გავაკეთე განცხადება და მოვუწოდე შსს-სა და პროკურატურას, დაიწყონ გამოძიება ორგანიზებული თავდასხმების ორგანიზატორების გამოსავლენად. სამწუხაროდ, ეს დღემდე არ მომხდარა. მინდა, მოვისმინო, რას ფიქრობს თავად, მათ შორის უსაფრთხოების პრიზმიდანაც. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი იყო ერთ-ერთი პოლიტიკოსი ხელისუფლებიდან, რომელმაც მეტ-ნაკლებად სწორი და ადეკვატური შეფასებები გააკეთა როგორც 5 ივლისის წინა დღეებში, ასევე 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მინდა, გავიგო, რას ფიქრობს თუნდაც იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რასაც მთავრობის ხელმძღვანელი აკეთებს,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. იგგ 5 ივლისს მოძალადე ჯგუფმა სცემა. ლექსო ლაშქარავა საავადმყოფოში რამდენიმე დღის განამვლობაში იმყოფებოდა. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
ამავე თემაზე:
მიზანმიმართული ძალადობის მსხვერპლი – ლომჯარია ოპერატორის გარდაცვალებაზე























