
სალომე ზურაბიშვილის სახელით TikTok-ზე ექაუნთი გამოჩნდა. გავრცელებულ ვიდეოში პრეზიდენტის სახელით შექმნილი ანგარიში გამომწერებს მიმართავს.
„პრეზიდენტსაც ხომ უნდა ჰქონდეს ტიკტოკი არა? გვიყვარდეს ერთმანეთი ქართველებო, ერო“, – ამბობენ ვიდეოში ზურაბიშვილი.
ვიდეოს გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ინფრომაცია, რომ პრეზიდენტს tik-tok-ი არ აქვს.
„პრეზიდენტს არ აქვს და არც ჰქონია TikTok-ის ანგარიში. ინფორმაცია პრეზიდენტის TikTok-ზე დარეგისტრირებისა და ამ გვერდის შინაარსის შესახებ ყალბია!“ – წერია განცხადებაში.
ვინ დგას ვიდეოს შექმნის უკან, უცნობია.






















