
პრეზიდენტის საქმიანობას მოსახლეობის 54% უარყოფითად აფასებს. ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი.
კვლევის მიხედვით, ლიდერების საქმიანობის შეფასებისას, ყველაზე უარყოფითად საქართველოს პრეზიდენტს აფასებენ. მოსახლეობის მხოლოდ 9% აფასებს მას დადებითად.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს „CRRC-საქართველო“.























