
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
![]()
სამინისტროს ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში მიწვეულ მინისტრს, ჯანდაცვის სამინისტროსათვის 30 ცალი სასუნთქი აპარატი უსასყიდლოდ გადასცა.
ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პრეზიდენტს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი სამედიცინო აღჭურვილობა ჯანდაცვის სექტორისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
![]()
ამასთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტმა, პანდემიის პერიოდში გამოჩენილი ძალისხმევისათვის ექიმებსა და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებს მადლობაც გადაუხადა.






















