17:35 | 2021-08-12 ავტორი: თამთა თორდია

სალონებში, ფიტნეს ცენტრებსა და კვების ობიექტებში ტესტის ან ვაქცინაციის დოკუმენტით დაიშვებით – რეკომენდაცია

სალონებში, ფიტნეს ცენტრებსა და კვების ობიექტებში ტესტის ან ვაქცინაციის დოკუმენტით დაიშვებით – რეკომენდაცია

საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაზე, რომ სექტემბრიდან, კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

სწორი გადაწყვეტილება! - გიორგი ფხაკაძე ქვეყანაში დაწესებულ ახალ შეზღუდვებს ეხმაურება
2021-08-12სწორი გადაწყვეტილება! - გიორგი ფხაკაძე ქვეყანაში დაწესებულ ახალ შეზღუდვებს ეხმაურება

 

მისი თქმით, საბჭო აღნიშნულ რეკომენდაციაზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს.

 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, 3 კვირის განმავლობაში, იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

 

შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;

 

სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები; • იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;

 

კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე;

 

საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო დამსაქმებლებს.

 

 

ნახეთ მთავარი მესიჯები მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგიდან

 

 

 

 

 

 

ავტორი: თამთა თორდია

X