
თურქმა ყასაბმა და შეფ-მზარეულმა, ნუსრეთ გოქჩემ, რომელსაც სოციალური ქსელის მომხმარებლები Salt Bae-ს (მარილის ბიჭი) სახელით იცნობენ, ლონდონში ახალი რესტორანი გახსნა. ინფორმაციას ამის შესახებ Insider-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ნუსრეთის რესტორანში სტეიკის ფასი £630 – $850-მდე მერყეობს. მისი ასეთი პოპულარობა სოციალური ქსელის მომხმარებლების დამსახურებაა, რომელთაც გოქჩეს ფოტო, სადაც ის სტეიკს მარილს უცნაური მანერით აყრის, მალევე აიტაცეს.
Salt Bae-ს Instagram-ზე 39 მილიონი ფოლოვერი ჰყავს. დღეს ის საკმაოდ დიდი რესტორნების ქსელის მფლობელია.
ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები






















