11:41 | 2020-08-25 ავტორი: Prime Time

სამ შვილთან ერთად ცხოვრობდა, ბავშვები მარტო დარჩნენ – ვინ იყო საბედისწერო ტურის მძღოლი

სამ შვილთან ერთად ცხოვრობდა, ბავშვები მარტო დარჩნენ – ვინ იყო საბედისწერო ტურის მძღოლი

ეს ადამიანი საქართველოში სამ შვილიშვილთან ერთად ცხოვრობდა – ამის შესახებ „კურიერს“ ისრაელიდან შატილის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი მძღოლის ნათესავმა განუცხადა.  ის ამბობს, რომ დაღუპული მამაკაცი გამოცდილი მძღოლი იყო და ავარია, სავარაუდოდ, მიკროავტობუსის გაუმართაობამ გამოიწვია.

 

საქართველოში დღეს გლოვის დღეა
2020-08-24საქართველოში დღეს გლოვის დღეა

 

ამავე დროს, მძღოლის ახლობელი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და ითხოვს მას უფლება მისცენ საქართველოში შეუფერხებლად და საკარანტინო სივრცეში მოთავსების გარეშე ჩამოსვლა შეძლონ, რათა გარდაცვლილის დაკრძალვა წესის მიხედვით შეძლონ.

 

„ეს ადამიანი საქართველოში სამ შვილიშვილთან ერთად ცხოვრობდა. უფროსი ადამიანი მათთან სახლში არ არის. ამიტომ, მინდა საქართველოში ჩამოვიდე, რათა ის წესის მიხედვით დავკრძალოთ. ჩვენ კარანტინის გავლა გვიწევს, თუმცა მთავრობას ვთხოვთ, რომ დაუშვან გამონაკლისი და არ გახდეს საჭირო კარანტინის გავლა,“- აცხადებს დაღუპულის ნათესავი ირაკლი მეტრეველი.

ავტორი: Prime Time

X