14:27 | 2021-11-06 ავტორი: Prime Time

სამართალდამცველებმა რუსთავის ციხის ტერიტორიიდან აქციისთვის განკუთვნილი აპარატურა წაიღეს

სამართალდამცველებმა რუსთავის ციხის ტერიტორიიდან აქციისთვის განკუთვნილი აპარატურა წაიღეს

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან საპროტესტო აქციისთვის განკუთვნილი აპარატურა სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან მანქანების დახმარებით გაიტანეს.

 

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ლაშა გოგნიაშვილი განმარტავს, რომ სცენის განლაგება ციხის უსაფრთხოებას უშლიდა ხელს.

 

მისივე თქმით, ტექნიკას იმ კომპანიას დაუბრუნებენ, ვისაც ეკუთვნის.

 

ცნობისთვის, დღეს რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციაა დაანონსებული.

 

 

ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები: 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X