08:23 | 2021-10-30 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

სამარცხვინოდ იქცევა… არ დავუშვებ, სანამ ბოდიშს არ მოიხდის – კუჭავა მამულაშვილზე

სამარცხვინოდ იქცევა… არ დავუშვებ, სანამ ბოდიშს არ მოიხდის – კუჭავა მამულაშვილზე

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ნონა მამულაშვილის ქმედებებს სამარცხვინოს უწოდებს და მამულაშვილისგან კოლეგების მისამართით საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვს. ამის შესახებ კუჭავამ საარჩევნო უბანზე განაცხადა.

 

„ნაციონალურ მოძრაობის“ არცერთ წევრზე შეზღუდვა არ გვქონია, ერთადერთი, რაზეც მათთან შევთანხმდით, არის, რომ მაწვდიან სიას და ვახდენ უფლების დაშვებას. ნონა მამულაშვილი ამ სიაში არ წერია და მათ თუ შიდა დაპირისპირება აქვთ, მათი პრობლემაა, მე არ მადარდებს.

 

ნონა მამულაშვილი მოდის პარლამენტში და თანამშრომლებს წარმოუდგენელი სიტყვებით აყენებს შეურაცხყოფას, ჩემი აზრით, სამარცხვინოა დეპუტატისგან მსგავსი საქციელი, მით უმეტეს, სადაც მუშაობს იქ.

 

დეპუტატებზე, პოლიტიკურ ოპონენტებზე კრიტიკა და შეურაცხყოფა ჩვეულებრივი ცხოვრების წესია, სამწუხაროდ, შევეგუეთ. მაგრამ, როდესაც თანამშრომლებზე გადადიხარ, არ დავუშვებ, სანამ მათ საჯარო ბოდიშს არ მოუხდიან ის და თავისი თანაშემწე“, – განაცხადა კუჭავამ.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X