10:41 | 2020-03-14 ავტორი: Prime Time

სამების საკათედრო ტაძარს დეზინფექცია ჩაუტარდა

სამების საკათედრო ტაძარს დეზინფექცია ჩაუტარდა

შაბათ-კვირას სამების საკათედრო ტაძარში წირვა ჩვეულებრივად ჩატარდება. ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ტაძარს დეზინფექცია ჩაუტარდა. სადეზინფექციო ხსნარებით მთლიანად შეიწამლა ეკლესიის შიდა პერიმეტრი.

 

არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილის განცხადებით, ტაძარს სადეზინფექციო ხსნარი საპატრიარქომ გადასცა. მისივე თქმით, მომლოცველებს შაბათ-კვირის წირვაზე დასწრება უპრობლემოდ შეუძლიათ.

 

დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 245 ადამიანი. სტაციონარში კი მეთვალყურეობას გადის 58.

ავტორი: Prime Time

X