
სამების საკათედრო ტაძარში „ქართული ხმების“ სოლისტის, ზურა ბაკურაძის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება.
შეგახსენებთ, 42 წლის ზურა ბაკურაძე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.
23 ივნისს, რაჭაში, მშობლიურ სოფელ სევაში, მომღერალი სიმაღლიდან ხევში გადავარდა, მაშველებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.


























