23:47 | 2020-04-07 ავტორი: Prime Time

სამედიცინო ნიღბები ფეხსაცმელის საწმენდად?! – ვიდეო ვირუსულად ვრცელდება

სამედიცინო ნიღბები ფეხსაცმელის საწმენდად?! – ვიდეო ვირუსულად ვრცელდება

იმ დროს, როცა მსოფლიო სამედიცინო ნიღბების დეფიციტს განიცდის და ამ დეფიციტის გამო უამრავი მედიკოსი ინფიცირდება, ან უფრო მეტიც – იღუპება კიდეც, ქსელში ვირუსულად ვრცელდება პროვოკაციული ვიდეო.

 

კადრში ჩანს ნიღბების მწარმოებელი ფაბრიკის თანამშრომელი, რომელიც ბღუჯა ნიღბით ფეხსაცმელებს ისუფთავებს.

 

ამ ვიდორგოლმა ქსელში დიდი რეზონანსი გამოიწვია და ეს არც არის გასაკვირი, რადგან CoViD-19–ისგან თავის დასაცავად ეს საშუალებები უზარმაზარ როლს ასრულებს.

 

 

მუშა ვიდეოში სახეს არც კი მალავს.

 

ისმის ოპერატორის რეპლიკა – „აი, როგორ შეიძლება მოიქცე, როცა მდიდარი ხარ!“, თუმცა ეს რეპლიკა ვერც კი შეედრება თავად „პერსონაჟის“ გამონათქვამს:

 

მე ამით უკანალის გაწმენდაც კი შემიძლია

 

– ტრაბახობს ვიდეოს ანტიგმირი

 

ავტორი: Prime Time

X