11:55 | 2020-05-02 ავტორი: ანეტი მიქელაძე

თქვენი iPhone-ი მალე სამედიცინო ნიღბითაც გიცნობთ

თქვენი iPhone-ი მალე სამედიცინო ნიღბითაც გიცნობთ

კომპანია Apple-ის შემქმნელები, Face ID-ის პარამეტრების შეცვლაზე მუშაობენ, რათა პროგრამამ აიფონის მეპატრონის სახის ამოცნობა მაშინაც შეძლოს, როდესაც ადამიანი სამედიცინო ნიღაბში იქნება.

 

ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

 

Face ID-ი მოწყობილობის სწრაფად განბლოკვის საშუალებას იძლევა და ასევე iTunes Store, App Store და iBooks Store-ში მოქმედების საშუალებას.

 

iOS-ის ახალ ოპერაციულ სისტემაში, სკანერი დააფიქსირებს, რომ მომხმარებელს ნიღაბი უკეთია, რის შემდეგაც, მოწყობილობა ავტომატურად გადაგიყვანთ რეჟიმზე, როდესაც ტელეფონის განბლოკვისთვის პაროლია შესაყვანი.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X