21:52 | 2021-07-22 ავტორი: Prime Time

სამედიცინო პერსონალი დაიღალა, გავუფრთხილდეთ, ისინიც ადამიანები არიან – გიორგი ფხაკაძე

სამედიცინო პერსონალი დაიღალა, გავუფრთხილდეთ, ისინიც ადამიანები არიან – გიორგი ფხაკაძე

ჩვენი სამედიცინო პერსონალი დაიღალა. მათ დახმარება სჭირდებათ. ისინიც ადამიანები არიან, – ამის შესახებ გიორგი ფხაკაძემ განაცხადა. მან ფეისბუქ-ლაივის მეშვეობით საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა.

 

ბავშვთა ასაკის ამდენი საწოლი არასდროს ყოფილა დაკავებული - თენგიზ ცერცვაძე
2021-07-22ბავშვთა ასაკის ამდენი საწოლი არასდროს ყოფილა დაკავებული - თენგიზ ცერცვაძე

 

„ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია. აგვისტოს თვე ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფული იქნება. ამ მძიმე მდგომარეობაში უკვე შევედით. ათობით კი არა, ასობით საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე დაიკარგება. ამ კონკრეტული ტალღის შედეგად. ერთმანეთის ლანძღვის, „გაშავების“, პიარის დრო ნამდვილად არ არის.

 

ეს ქვეყანა ჩვენია. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ დაუშვა შეცდომა. არჩევნები იქნება ოქტომბერშიო. ეს იმას ნიშნავს, რომ იქნება შეხვედრები, მიტინგები. ეს უფრო გაზრდის მძიმე მდგომარეობას. მე გიორგი ფხაკაძე კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ თუ ჩემი პატარა რჩევა ვინმეს დაგჭირდებათ, მე ღია ვარ.

 

გაუფრთხილდით საკუთარ თავს… ჩვენი სამედიცინო პერსონალი დაიღალა. მათ დახმარება სჭირდებათ. ისინიც ადამიანები არიან. ისინიც დაიღალნენ,“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

 

 

დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X