
ამ სამედიცინო პირბადით თქვენ საჭმლის ჭამას მისი მოხსნის გარეშე შეძლებთ – ისრაელში ახალი ნიღაბი გამოიგონეს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოგონების მთავარი მიზანი რესტორნებში ადამიანების უსაფრთხოების დაცვაა. პირბადეს სპეციალური ჭრილი აქვს, რომლის გახსნაც შესაძლებელია როგორც მექანიკურად, პულტის მეშვეობით, ასევე ავტომატურად, როცა პირბადეს ჩანგალი უახლოვდება.
როგორც კი ჩანგალი პირს დაშორდება, ნიღაბი თავისით დაიხურება. გამომგონებლები მიიჩნევენ, რომ მათი ნიღაბი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის კარგი საშუალებაა.
ისინი მის ფართო წარმოებას გეგმავენ.






















