
დღეს სამედიცინო უნივერსიტეტში, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა. ცენტრი ამ ეტაპზე დღეში 1 000 ადამიანს იღებს, თუმცა მალევე ამცრელი ბრიგადები დაემატება.
ცენტრში „ფაიზერით“ იმუნიზაციის პროცესი უკვე მიმდინარეობს. მსურველებს რეგისტრაცია ონლაინ, სპეციალურ პორტალზე ან ცხელი ხაზის, 1522-ის დახმარებით შეუძლიათ.
რეგისტრირებული პირები სამედიცინო უნივერსიტეტის მესამე კორპუსში, ვაჟა-ფშაველას N33-ში, დაჯავშნილ ვიზიტამდე 10 წუთით ადრე უნდა მივიდნენ.
უნივერსიტეტის ეზოში, პედაგოგების ვაქცინაციისთვის, სპეციალური სივრცე მოეწყობა, სადაც ისინი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ აცრას.
დღეს საქართველოში „ფაიზერის“ 160 ათასზე მეტი დამატებითი დოზა შემოვიდა.























