15:01 | 2020-04-01 ავტორი: Prime Time

სამეგრელოს რეგიონში შესაძლოა აგრარული ბაზრები დაიხუროს – ნახეთ ქალაქები

სამეგრელოს რეგიონში შესაძლოა აგრარული ბაზრები დაიხუროს – ნახეთ ქალაქები

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი რეგიონში არსებული აგრარული ბაზრების საკითხს გამოეხმაურა. ალექსანდრე მოწერელიას თქმით, ბაზრებში არც ჰიგიენის ნორმები და არც დისტანცია არ არის დაცული.

 

მისივე თქმით, თუ ხვალიდან ვითარება არ გაუმჯობესდება, შესაძლოა აგრარული ბაზრები დახურონ.

 

„მინდა შევეხო რეგიონის აგრარული ბაზრების თემას, ჩვენ გვქონდა ამ საკითხზე შეხვედრა და არ შევწყვიტეთ მათი ფუნქციონირება, შეხვედრას ესწრებოდა სურსათის ეროვნული სააგენტო, რომლებსაც უნდა განეხორციელებინათ მონიტორინგი, გაეცათ რეკომენდაციები , რომელიც უნდა შეესრულებინათ – ეს ასეც მოხდა, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ ბაზარში არც ჰიგიენის ნორმები და არც დისტანცია არ არის დაცული. რაც გათვალისწინებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ.

 

ამდენად, კიდევ ერთხელ, მინდა ვთხოვო და გავაფრთხილო ბაზრების ადმინისტრაცია და მოვაჭრეები, თუკი ხვალიდან არ მოხდება რეკომენდაციების შესრულება, მაშინ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას აგრარული ბაზრების დახურვის შესახებ. ეს ეხება ზუგდიდის, სენაკს და ფოთის აგრარულ ბაზრებს. ჩენ არაფერს ვითხოვთ განსაკუთრებულს, ეს არის, ჰიგიენა და დისტანცია. ის, რაც დღეს ბაზრებში ხდება, არის სრული უპასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. ჩვენ ასეთ ვითარებაში ნამდვილად არ გვინდა ეს გადაწყვეტილება მივიღოთ, ამიტომ კიდევ ერთხელ, ვთხოვთ მათ ნუ გვაიძულებენ ამ გადაწყვეტილების მიღებას“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში სახელმწიფო რწმუნებულმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

ავტორი: თეა შონია

 

 

ავტორი: Prime Time

X