
სამეგრელოდან 7 პირი კარანტინში იმყოფება,- ამის შესახებ ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნანა ოდიშარია აცხადებს.
მისივე თქმით, ერთი პირი იძულებით გადაიყვანეს საკარანტინო ზონაში, ხოლო 6 პირდაპირ საზღვრიდან. თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მიხედვით კი ასე გამოიყურება: აბაშა-6, წალენჯიხა-14, ხობი-8, სენაკი-13, მარტვილი-8, ჩხოროწყუ-6, ფოთი-17, მესტია-1.
ნანა ოდიშარიას თქმით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით თვითიზოლაციაში რჩება 95 პირი.
საქართველოში კორონავირუსის 34 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
ავტორი: თეა შონია






















