16:00 | 2021-08-06 ავტორი: სალომე ნეფარიძე

სამი ადამიანი დაჭრა და მიიმალა – კასპში მომხდარ მკვლელობაზე 26 წლის კაცი დააკავეს

სამი ადამიანი დაჭრა და მიიმალა – კასპში მომხდარ მკვლელობაზე 26 წლის კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1995 წელს დაბადებული ლ.ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

 

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გარდაიცვალა ანტივაქსერების სექტის ცნობილი წარმომადგენელი - გიორგი ფხაკაძე ინფორმაციას ავრცელებს
2021-08-06გარდაიცვალა ანტივაქსერების სექტის ცნობილი წარმომადგენელი - გიორგი ფხაკაძე ინფორმაციას ავრცელებს

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ლ.ხ.-მ, მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, კასპის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სამი ადამიანი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა სამივე დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, რომელთაგანაც ერთ-ერთი – 1971 წელს დაბადებული გ.გ., სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანების გამო, კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

 

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.

 

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

კოლაფსი გარდაუვალია... ნუთუ მართლა ღირს ეს ქორწილები ამდენი ადამიანის სიცოცხლედ? - ნანა გეგეჭკორის არადამაიმედებელი პროგნოზი 
2021-08-06კოლაფსი გარდაუვალია... ნუთუ მართლა ღირს ეს ქორწილები ამდენი ადამიანის სიცოცხლედ? - ნანა გეგეჭკორის არადამაიმედებელი პროგნოზი 
  
ევიაში ცეცხლმა ხალხი სანაპიროებზე მოიმწყვდია - ვრცელდება ვიდეო, როგორ მოხერხდა მათი ნავებით გამოყვანა
2021-08-06ევიაში ცეცხლმა ხალხი სანაპიროებზე მოიმწყვდია - ვრცელდება ვიდეო, როგორ მოხერხდა მათი ნავებით გამოყვანა

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X