23:39 | 2020-04-18 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

სამი ახალგაზრდა, რომელებმაც კომენდანტის საათის დაწყებამდე ტაძარში შესვლა ვერ მოასწრეს, სამართალდამცველებმა დააჯარიმეს

სამი ახალგაზრდა, რომელებმაც კომენდანტის საათის დაწყებამდე ტაძარში შესვლა ვერ მოასწრეს, სამართალდამცველებმა დააჯარიმეს

გორში სამი ახალგაზრდა, რომელებმაც კომენდანტის საათის დაწყებამდე ტაძარში შესვლა ვერ მოასწრეს, სამართალდამცველებმა დააჯარიმეს.

 

მათ ადგილზე განუმარტეს, რომ კომენდანტის საათი დაარღვიეს და თითოეულს 3 ათას ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს.

 

ახალგაზრდები დაჯარიმების შემდეგ ტაძარში შესვლას ითხოვდნენ, რადგან ლიტანიობაზე დასწრების სურვილი ჰქონდათ, თუმცა ტაძრის შიგნით ხმა ვერ მიაწვდინეს და წავიდნენ.

 

გორის საკათედრო ტაძარში აღდგომის დღესასწაულს ძირითადად სასულიერო პირები, მგალობლები და მედავითნეები ხვდებიან.

 

ხალხის განსაკუთრებული სიმრავლით არც ეზო და არც ეკლესიის შიდა ინტერიერი არ გამოირჩევა. მიტროპოლიტის მოწოდება, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას, თითქმის სრულდება.

 

 

 

 

 

„კომენდანტის საათი მოქმედებს და არ იცვლება არც აღდგომის ღამეს, ამიტომ მრევლი შეიკრიბება ტაძარში უფრო ადრე. ტაძრის ეზო არის ყვავილებით მოხატული, დანიშნული ადგილებია. ვისაც რაღაც საფრთხე გააჩნია, თუნდაც გაცივდეს აღდგომის ღამეს, ის თავს შეიკავებს და სახლში დარჩება. თავისთავად ეხება ეს მოხუცებსაც და ბავშვებსაც, დიახ, მე ამას მოვუწოდებ. რადგან ცივა ტაძრის გარეთაც და გაითვალისწინონ გაციების შესაძლებლობა”, – განმარტა მეუფე ანდრიამ დიდ ხუშთაბათს.

 

დღეს დაახლოებით 19:00 საათზე, საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა:

 

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევაა, რომ აღდგომილ მაცხოვარს ყველანი ერთად ანთებული სანთლებით შევხვდეთ ღამის 12 საათიდან”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ავტორი: თათია გოლოშვილი

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X