12:20 | 2020-12-26 ავტორი: Prime Time

„სამი დღე გადაბმულად იმუშავა, ალბათ გადაიღალა“ – მარნეულში 23 წლის ექიმი გარდაიცვალა, რომელმაც კორონავირუსი ცოტა ხნის წინ გადაიტანა

„სამი დღე გადაბმულად იმუშავა, ალბათ გადაიღალა“ – მარნეულში 23 წლის ექიმი გარდაიცვალა, რომელმაც კორონავირუსი ცოტა ხნის წინ გადაიტანა

მარნეულის ავერსის კლინინიკაში 23 წლის ექიმი გარდაიცვალა. კლინიკის თანამშრომლების თქმით, გიორგი ბუაძე კლინიკის საპირფარეშოში გარდაცვლილი იპოვეს.

 

„ძალიან კარგი და სიცოცხლით სავსე ბიჭი იყო, ახლახან გადაიტანა კოვიდი და სამსახურშიც ახლახან გამოვიდა. სამი დღე გადაბმულად იმუშავა, ალბათ გადაიღალა, გარდაცვლილი ვიპოვეთ წუხელ საპირფარეშოში, მიზეზი სავარაუდოდ თრომბია“,- გვითხრეს კლინიკაში.

 

მეცნიერები ისეთ ახალ წამალს ცდიან, რომელსაც Covid-19-ის წინააღმდეგ მომენტალური ეფექტი გააჩნია
2020-12-26მეცნიერები ისეთ ახალ წამალს ცდიან, რომელსაც Covid-19-ის წინააღმდეგ მომენტალური ეფექტი გააჩნია

 

ახალგაზრდა ექიმი ვანიდან იყო და რუსთავში დასთან ერთად ცხოვრობდა, იგი უკვე კლინიკიდან გადაასვენეს.

 

ავტორი: მარიამ ქველაძე 

ავტორი: Prime Time

X