
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი თანასაკნელ კობა ჩიტიძესთან საუბრისას იხსენებს, რომ მას სამი დღის განმავლობაში ესიზმრებოდა, როგორ იხრჩობოდა გიორგი შაქარაშვილი მდინარეში.
საკანში გადაღებული ფარული ვიდეო-ჩანაწერი „მთავარმა“ გაავრცელა.
კადრებში სწორედ ნიკოლოზ რევაზიშვილისა და კობა ჩიტიძის საუბარია ჩაწერილი.
„მეცოდება ეგეთი სიკვდილისთვის… კაცს წყლის ეშინოდა და წყალმა მოკლა, რომ წარმომიდგენია როგორი სიკვდილით არის მკვდარი, პირველი სამი დღე სიზმარში ვხედავდი, რომ იხრჩობოდა“ – ამბობს ჩანაწერში ნიკოლოზ რევაზიშვილი.
ვიდეო-მასალა გლდანის ციხიდან, სადაც შაქარაშვილის საქმეში ახალი დეტალები იკვეთება
"სიზმარში ვხედავდი, რომ იხრჩობოდა" – ვიდეო-მასალა გლდანის ციხიდან, სადაც შაქარაშვილის საქმეში ახალი დეტალები იკვეთება
Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on სამშაბათი, 08 სექტემბერი, 2020






















