13:22 | 2021-05-31 ავტორი: თათია ცუკოშვილი

სამი მუქარა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ აასრულა – კობახიძე ოპონენტების „კაპიტულაციაზე“

სამი მუქარა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ აასრულა – კობახიძე ოპონენტების „კაპიტულაციაზე“

ხელმოწერაზე უარის თქმით „ნაცმოძრაობა“ ადასტურებს, რომ ამნისტიის კანონი ზუსტად შეესატყვისება მიშელის დოკუმენტს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გონივრულ ვადაში ხელს არ მოაწერს შარლ მიშელის დოკუმენტს, ისინი ვერცერთი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

 

„უნდა აღინიშნოს, რომ უპირველეს ყოვლისა, ეს გადაწყვეტილება არის მათი მარცხის საბოლოო გაფორმება. ისინი იმუქრებოდნენ პარლამენტში არ შესვლით. თუმცა, საბოლოოდ, უკან დახევა და პოლიტიკური კაპიტულაციის გამოცხადდება მოუწიათ. ამ პარტიამ ვერც ერთი თავისი პირობა ვერ შეასრულა. „ვერ დამიჭერთ“, „არ გამოვალ“ და „არ შევალ“ დასრულდა დაჭერით, გამოსვლით და შესვლით. ამას აქვს მარტივი მიზეზი – საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომლის მხარეს არის სიმართლე და ძალა, რომელიც ფართო საზოგადოებრივ მხარდაჭერას ეფუძნება. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა, დაუპირისპირდეს დემოკრატიულ სისტემას, მომავალშიც ასეთივე წარუმატებლობისთვის არის განწირული“, – განაცხადა კობახიძემ.

 

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X