
საქართველოში ამ ეტაპისთვის კორონავირუსის 38 შემთხვევაა გამოვლენილი, ამათგან ერთი გამოჯანმრთელდა. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ თუ სიტუაცია გართულდება, ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი გამოცხადდება. სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები უკვე გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. სპეციალური რეისებით საქართველოს მოქალაქეები ჩამოჰყავთ სამშობლოში. ინიშნება იძულებილით კარანტინები. როგორ მივხვდეთ, რომ დაავადება უკვე უკონტროლო გახდა?
„ჩვენ ჯერ კიდევ ოფისში გვაკავებენ“ – რამდენიმე დღის წინ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კერძო კომპანიები აიძულებენ თვითიზოლაციაში მყოფ თანამშრომლებს სამსახურებში მისვლას. მისი თქით, თუ სიტუაცია არ გამოსწორდება, ის პირადად დაასახლეებს ამ კომპანიებს.
უცნობია რამდენი კერძო კომპანია გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე, თუმცა ცნობილია, რომ დისტანციურ მუშაობაზე ნაწილობრივ ან მთლიანად მთავრობის ადმინისტრაცია, მერიის სამსახურები, მუნიციპალიტეტები, შსს მომსახურების სააგენტო, ფინანსთა სამინისტორო გადავიდნენ. ასევე დისტანციურად ინფორმაციის მოწოდებას აპირებს დაავადებათა კონტროლის ცენტრიც.
როგორ მივხვდეთ, რომ სასწრაფოდ თვითიზოლაციაში ყოფნა გვჭირდება:
- როდესაც იკრძალება მასობრივი ღონისძიებები. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ისევე როგორც საქართველოში ხელისუფლებას სურს, რომ თავიდან აიცილონ ადამიანების თავშეყრის მცდელობები;
- როდესაც სკოლები თავისუფალ დასწრებაზე გადადიან. როგორც ცნობილია, საქართველოს ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
- რთულია იმის თქმა, რა კორელაციაში მოდის ერთმანეთთან სატრანსპორტო საცობი და იზოლაცია, თუმცა სხვა ქვეყნის მაგალითები აჩვენებს იმას, რომ „კოვიდ 19“-ის აფეთქებასა და საცობს შორის კავშირი არსებობს. სერვის TomTom-ის ცნობით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ, რომში ქუჩების გადატვირთულობა 59%-ით შემცირდა, მილანში 54%-ით, სიეტლში – 30%-ით, ხოლო ნიუ-იორკში – 17%.























