13:10 | 2020-03-16 ავტორი: Prime Time

სამი პირიდან ერთ-ერთი, რომელსაც გუშინ კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, თბილისი-პარიზის რეისის მგზავრია

სამი პირიდან ერთ-ერთი, რომელსაც გუშინ კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, თბილისი-პარიზის რეისის მგზავრია

სამი პირიდან, რომლებსაც გუშინ ახალი კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, ერთ-ერთი თელავის საკარანტინო ზონიდან გადაყვანილი მგზავრია.

 

47 წლის ქალი, საქართველოში, პარიზი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა. ინფორმაციას ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში ადასტურებენ.

 

განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, მოქალაქეს მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა.

 

„მას ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, გადაიყვანეს რეფერალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი ინფექციურში და დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი“ – განაცხადა ხიზანიშვილმა.

 

პარიზი-თბილისის რეისის 46 მგზავრი, თელავის ერთ-ერთ სასტუმროში, 14 მარტს მოათავსეს.

 

დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში ახალი კორონა- ვირუსის სხვა შემთხვევა გამოვლენილი არ არის. რეგიონში ორი საკარანტინო ზონაა და ყველა იქ განთავსებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, დამაკმაყოფილებელია.

 

დაგეგმილია ახალი საკარანტინო ზონის მოწყობაც.

 

ბოლო მონაცემებით, კახეთში, თვითიზოლაციაში 110 პირი იმყოფება. იძულების წესით, საკარანტინო სივრცეში პოლიციის დახმარებით, სამი მოქალაქეა გადაყვანილი.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

X