17:41 | 2020-07-10 ავტორი: Prime Time

სამი რამ, რაც ექსპერტიზამ დააზუსტა – მაია ნიკოლეიშვილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ინტერპრეტაციების გარეშე

სამი რამ, რაც ექსპერტიზამ დააზუსტა – მაია ნიკოლეიშვილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ინტერპრეტაციების გარეშე

პროკურატურის მიერ ლევან სამხარაულის სახელმწიფო ექსპერტიზის დღეს გასაჯაროებული დასკვნა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

 

მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის ოჯახი მას ენდობა და ხედავს ფიზიკური ანგარიშსწორების სურათს, მართლაც მიუთითებს თუ არა ეს ექსპერტიზა კონკრეტულად ამ სურათზე.

რატომ ვერ დაეხმარა გური ამირხანაშვილი გიორგი შაქარაშვილს - დეტალები საქმის მასალებიდან
2020-07-10რატომ ვერ დაეხმარა გური ამირხანაშვილი გიორგი შაქარაშვილს - დეტალები საქმის მასალებიდან

ვიდრე თემაზე სპეციალისტი ისაუბრებს, „პრაიმტაიმი“ დასვამს კითხვებს, რაზეც დღეს გასაჯაროებული დოკუმენტი ცალსახა პასუხს არ იძლევა:

 

  • კითხვა №1 – მიუთითებს თუ არა ექსპერტიზა სიცოცხლეში გიორგი შაქარაშვილზე განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე?
  • კითხვა № 2 – თუ სიცოცხლეში მიყენებული ფიზიკური დაზიანებები არ გამხდარა შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი, მაშინ რის საფუძველზე გადააკვალიფიცირა გამოძიებამ საქმე განზრახ მკვლელობად?
  • კითხვა № 3 – იკვეთება თუ არა რეალურად გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის განზრახვა?

 

დამოუკიდებელი ექსპერტი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ყველა ამ კითხვაზე გაცემული ნებისმიერი პასუხი ინტერპრეტაცია იქნება მხოლოდ.

 

„ამ კითხვებზე პასუხის გაცემამადე მხოლოდ ამ ექსპერტიზის დასკვნა არ არის საკმარისი. უნდა ჩატარდეს კომისიური, ან კომპლექსური ექსპერტიზები. აქვე მინდა შევახსენო კანონმდებლებს, რომ კარგი იქნება, თუ ეს ტერმინები კანონში ჩაიწერება…

 

სწორედ ასეთი სახით ჩატარებული ექსპერტიზა მოგვცემს უფრო ნათელს სურათს.

 

ახლა კი, არსებული დოკუმენტით იკვეთება მხოლოდ რამდენიმე ფაქტი:

  1. სიკვდილი დადგა წყლით გამოწვეული ასფიქსიით;
  2. სხეულზე დაზიანებები მიყენებული აქვს გარდაცვალებამდე;
  3. ეს დაზიანებები ერთობლიობაშიც და ცალ-ცალკეც მსუბუქი ხარისხისაა“ – განმარტავს ექსპერტი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეს ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ დაემატა ახალი მუხლი – განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში.

ავტორი: Prime Time

X