16:36 | 2021-08-04 ავტორი: Prime Time

სამი რეკორდი და მეორე ოქროს მედალი! ლაშა ტალახაძემ იაპონია დაიპყრო

სამი რეკორდი და მეორე ოქროს მედალი! ლაშა ტალახაძემ იაპონია დაიპყრო

ტოკიო 2020-ზე საქართველოს დელეგაციამ მეორე ოქროს მედალი მოიპოვა.

ლაშა ტალახაძემ ატაცში გამოსვლა მსოფლიო რეკორდით დაასრულა
2021-08-04ლაშა ტალახაძემ ატაცში გამოსვლა მსოფლიო რეკორდით დაასრულა

 

ძალოსნობაში, 109კგ წონით კატეგორიაში მთავარ ფავორიტად შერაცხულმა ლაშა ტალახაძემ გულშემატკივართა იმედები არ გააცრუა და კარიერაში ზედიზედ მეორედ ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა.

 

მსოფლიოში საუკეთესო ძალოსანმა ატაცში 223კგ, აკვრაში 265კგ ასწია და ორჭიდის ჯამში 488 კგ დააფიქსირა. ლაშამ ყველა კონკურენტს საგრძნობი უპირატესობით აჯობა და დამსახურებული ოქროს მედალი მოიპოვა. ამასთან, ქართველმა გოლიათმა ატაცში, აკვრაში და ორჭიდის ჯამშიც ახალი მსოფლიო რეკორდები დაამყარა და თავისივე დამყარებული რეკორდები გააუმჯობესა.

 

ცნობისთვის, ლაშა ტალახაძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა მეორედ იზეიმა.

 

ამ დროისთვის, ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართული დელეგაციის ანგარიშზე 7 მედალია – 2 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო. ლაშა ტალახაძის გარდა ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოისტი ლაშა ბექაური გახდა. ასევე ძიუდოისტებმა ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ვერცხლის მედალია ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიაზეც, ბრინჯაოს პრიზიორი კი ძალოსანი ანტონ პლესნოი გახდა.

ავტორი: Prime Time

X