
გომისმთაზე დაკარგული სამივე ბიჭი ცოცხალია, მათ სამაშველო სამსახურს გააგებინეს, რომ კარგად არიან. მიუხედავად იმისა რომ მათი პოვნა ჯერ ვერ მოხერხდა, კომუნიკაციაზე გამოვიდნენ.ბიჭები ხევში არიან ჩაფლულები.რაც შეეხება გარდაცვლილ ახალგაზრდას, როგორც ასევე ადგილიდან გვატყობინებენ, ჯერ ვერ მიაგნეს.
ამ ინფორმაციას მედიასთან ადასტურებს ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძეც.
„მაშველებს გააგებინეს ბიჭებმა ყვირილით, რომ სამნი ერთად არიან და ცოცხლები არიან. ეძებენ გარდაცვლილს, ასევე გადარჩენილებთან მხოლოდ სიტყვიერი კონტაქტი დამყარდა, მალე მიაგნებენ მაშველები.”- ამბობს მერი.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ახალგაზრდა მამაკაცმა სამაშველო სამსახურში დარეკა, ის შველას ითხოვდა. ოთხი ბოხვაურელი ახალგაზრდა გუშინ გომისმთაზე სანადიროდ წავიდნენ, მაგრამ ქარბუქში მოხვდნენ. წინასწარი ინფორმაციით დაღუპულია 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი. ორის მდგომარეობა კი მძიმეა.






















