20:52 | 2021-09-10 ავტორი: მარი ჯაფარიძე

სამხედრო ფორმაში გამოწყობილ ქართველ მსახიობს აზერბაიჯანში მაღაზიაში მომსახურებაზე უარი უთხრეს

სამხედრო ფორმაში გამოწყობილ ქართველ მსახიობს აზერბაიჯანში მაღაზიაში მომსახურებაზე უარი უთხრეს

დემეტრე სამხარაძე 25 წლისაა, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობს. 6 წლის წინ თავისი მონაცემები სააგენტოში გაგზავნა. რამდენიმე თვის წინ კი აზერბაიჯანიდან დაუკავშირდენენ და ფილმში, რომლის თემაც ყარაბაღის კონფლიქტია, მთავარი როლი შესთავაზეს.

დემეტრე „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად უყვება თავისი დებიუტისა და აზერბაიჯანში მიმდინარე გადაღებების შესახებ.

 

Нет описания.

 

 

– ყოველთვის მინდოდა კინომსახიობობა და ვინაიდან საქართველოში ასეთი კონკრეტული ფაკულტეტი არ არსებობს, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე. 6 თუ 7 წლის წინ ჩემი მონაცემები გავაგზავნე სააგენტოში და აგერ, ამდენი წლის შემდეგ აზერბაიჯანელი რეჟისორი დამიკავშირდა. ვაგიფ მუსტაფაევი აზერბაიჯანში საკმაოდ ცნობილი რეჟისორია. ის ბევრ ქართველ რეჟისორთან მეგობრობს. მათ შორის, თემურ ბაბლუანთან და ავთო მახარაძესთან. ყარაბაღის თემაზე პირველი ფილმი – „ფერიად -1“ მან 1998 წელს გადაიღო, ახლა კი ამ ფილმის მეორე ნაწილი, რომლის პრემიერაც ომის მოგების ერთი წლის თავზე, ნოემბერში უნდა შედგეს.

 

Нет описания.

 

ვერ წარმოიდგენთ, რა დიდი ბედნიერებაა, როცა მოულოდნელად დაგირეკავენ და გეტყვიან, რომ მთავარ როლზე უნდათ შენი დამტკიცება. ბევრი ქართველი, იტალიელი, აზერბაიჯანელი, თურქი და რუსი მსახიობი მონაწილეობდა ქასთინგში და ძალიან გამიხარდა, მე რომ ამირჩია. აზერბაიჯანის ტელევიზიამ მიმიწვია ინტერვიუზე და მკითხეს – რამდენად მოახერხე როლის მორგებაო. ვუთხარი, რომ ეს თემა ჩემთვის ძალიან ნაცნობია, რადგან ჩემს ქვეყანასაც აქვს წართმეული ტერიტორიები და კონფლიქტის ზონები. ამიტომ ჩემთვის ძალიან ბუნებრივი იყო ამ როლის თამაში-მეთქი.

 

ორ-თვე-ნახევარი ვიყავი აზერბაიჯანში. ეს ჩემი დებიუტი იყო ფილმში და უზომოდ დიდი შთაბეჭდილრებებით დავბრუნდი, რამდენიმე დღის წინ. დღეში 13 საათი გვქონდა გადაღებები, აზერბაიჯანული ჯარის ნაწილთან ერთად ვცხოვრობდით. მათთან ერთად ვდგებოდით, დავრბოდით და იგივე დღის რეჟიმი გვქონდა.

 

ფილმში რომ მეტი სიზუსტე ყოფილიყო და მსახიობებს სრულად შეგვეგრძნო თითოეული ნიუანსის სიმძაფრე, გადაღებები იმ ადგილზე მიმდინარეობდა, სადაც კონფლიქტი რეალურად მიმდონარეობდა. ყველაფერი სრული სიზუსტითაა დაცული. რეჟისორს იმდენად უყვარს სიზუსტე, რომ წარმოიდგინეთ, იმ წლებში გამოშვებულ სუნამოს გვასხურებდა, რომ როლში შევსულიყავით. უამრავი ასეთი დეტალი იყო. ფილმში სცენები ვითარდებოდა სანგარში. მიუხედავად იმისა, რომ ეს სანგარი შესაძლებელი იყო, გაეთხარათ ნებისმიერ ქალაქში ან ქალაქგარეთ, ჩვენ გადაღებები იმ ტერიტორიაზე გვქონდა, სადაც კონფლიქტი რეალურად მიმდინარეობდა.

 

Нет описания.

 

თავიდან ცოტა დაძაბული ვიყავი, რადგან გამოუცდელი გახლდით, მაგრამ რეჟსორი სულ მაქებდა და დაძაბულობაც მომეხსნა. დღის ბოლოს გადამღები ჯგუფი ტაშით გვაჯილდოებდა ხოლმე. ეს ძალიან მამხნევებდა და სტიმულს მაძლევდა.

 

გადღების დროს სომეხი ჯარისკაცის ფორმა მეცვა და ერთხელ ასეთი ფორმით მაღაზიაში შევედი. არ მიმიქცევია ყურადღბა ჩემი ჩაცმულობისთის. მაღაზიაში მითხრეს, – არ მოგემსახურებითო. მერე კი ვუთხარი, რომ ქართველი მსახიობი ვიყავი. მაშინ მივხვდი მათ დამოკიდებულებას, სომეხი სამხედროების მიმართ.

 

ფილმი გახლავთ ორ ძმაზე, – ხაჩიკაზე და ვაჩიკაზე, რომლებიც საომარ პირობებში ძალიან დაიბნევიან, ეცვლებათ ფსიქოლოგია, სამშობლო კი უყვართ, მაგრამ არა აქვთ ბრძოლის გამოცდილება და ერთმანეთთანაც კონფლიქტი აქვთ გამუდმებით.

 

ფილმის გადაღების დროს სცენები იყო რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. მე ძირითადად სომხურად და რუსულად მიწევდა ლაპარაკი. ფილმი რა ენაზე იქნება გახმოვანებული, არ ვიცი.

 

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X