11:48 | 2021-10-25 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

სამხედრო გადატრიალება სუდანში – მედიის ცნობით, დაკავებულია ქვეყნის პრემიერი

სამხედრო გადატრიალება სუდანში – მედიის ცნობით, დაკავებულია ქვეყნის პრემიერი

სუდანში სავარაუდო სამხედრო გადატრიალების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. საერთაშორისო მედიის ცნობით, შეიარაღებულმა ძალებმა სუდანის პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის კიდევ 4 წევრი დააკავეს.

 

პრო – დემოკრატიული ჯგუფი მოსახლეობას ქუჩებში გამოსვლისკენ მოუწოდებს. ქვეყნის დედაქალაქში დახშულია სატელეფონო სიგნალი და ინტერნეტი.

 

სუდანში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა ერთი თვის წინ. ქვეყანაში ბოლო რამდენიმე დღეა დემონსტრაციები მიმდინარეობს.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X