17:58 | 2021-12-31 ავტორი: Prime Time

სამხრეთ აფრიკაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში „ომიკრონის“ პიკი გადალახულია

სამხრეთ აფრიკაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში „ომიკრონის“ პიკი გადალახულია

სამხრეთ აფრიკაში აცხადებენ, რომ ქვეყანამ “ომიკრონის” პიკი გადალახა. ქვეყანა ვირუსის საფრთხის გადავლას ზეიმობს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

 

გამოცემის ცნობით, ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ კოვიდ-19-ის მეოთხე ტალღის პიკი გადალახა.

 

პოზიტიური მონაცემების გამო ქვეყანაში ღამის კომენდანტის საათი დაუყოვნებლივ გაუქმდა და შემსუბუქდა შეზღუდვები შეკრებებზე.

 

მიხეილ სააკაშვილი შვილთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს 
2021-12-31მიხეილ სააკაშვილი შვილთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს 

 

უახლესი მონაცემებით, მიმდინარე კვირაში ახალი შემთხვევების რაოდენობა, წინა კვირასთან შედარებით, 29,7 პროცენტით შემცირდა.

 

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პანდემიამ ტრაექტორია შეიცვალა ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებლისა და ჯანდაცვის სექტორში არსებული შესაძლებლობების გაუმჯობესების გამო.

ავტორი: Prime Time

X