10:10 | 2020-05-24 ავტორი: თათია ცუკოშვილი

სამკვირიანი გაუჩინარების შემდეგ კიმ ჩენ ინი საჯაროდ გამოჩნდა 

სამკვირიანი გაუჩინარების შემდეგ კიმ ჩენ ინი საჯაროდ გამოჩნდა 

კიმ ჩენ ინმა სამხედრო მეთაურებთან ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შესაძლებლობების გაძლიერების საკითხი განიხილა.

 

ბოლო სამი კვირის განმავლობაში ის საჯაროდ პირველად გამოჩნდა.

 

კიმ ჩენ ინის ფოტოები და 23 მაისით დათარიღებული ბრძანებები ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ გამოაქვეყნა.

 

 

კიმ ჩენ ინი ისევ გაუჩინარდა - ის 12 დღეა არ გამოჩენილა
2020-05-14კიმ ჩენ ინი ისევ გაუჩინარდა - ის 12 დღეა არ გამოჩენილა

 

 

15 აპრილს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა, გამოტოვა ე.წ. მზის დღე – ბაბუამისის, კიმ ირ სენის დაბადების დღის იუბილე, რომელიც ჩრდილოეთ კორეის კალენდარში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა.

 

რამდენიმე დღეში, CNN-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ დიქტატორი ავადაა და მან ოპერაცია გადაიტანა, რომელიც დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიასთან. რეაბილატაციის პერიოდი კი, ძალიან რთულად გადააქვს. 

 

კიმ ჩენ ინი გულის ოპერაციის შემდეგ ვეგეტატიურ მდგომარეობაშია - იაპონური მედია
2020-04-25კიმ ჩენ ინი გულის ოპერაციის შემდეგ ვეგეტატიურ მდგომარეობაშია - იაპონური მედია

 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X