
სამმა თინეიჯერმა (18-19 ასაკის) ფლოიდის მოკვლის სცენა გაითამაშეს და მომხდარი მასხრად აიგდეს. პოლიციამ ისინი სიძულვილის ნიშნით დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.
მომხდარის შემდეგ ბავშვების ოჯახებს მოკვლით ემუქრებოდნენ, ამიტომ მათ ახლა პოლიცია იცავს.
ბავშვების ვიდეო, სადაც ისინ ფლოიდის მოკვლის სცენას თამაშობენ ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა და საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.
ვიდეოდან მათი იდენტიფიცირება მალევე მოხდა. წაშლილია სამივეს სოციალური მედიის პროფილები.
შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს გარდაიცვალა. მის სიკვდილს აშშ-ში პროტესტი და არეულობა მოჰყვა.























