
მოძრაობა “დროას” ადგილობრივმა ხელმძღვანელმა, მარიამ სიჭინავამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან ნაქურჩელას ქოხი და ღომის ქერქი მიიტანა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი არის იმის სიმბოლო, თუ რაც ხდება ზუგდიდის მერიაში.
„ნაქურჩელას ქოხი არის ზუგდიდის მერია, „ნახვაწა“ კი ყველას მოგეხსენებათ ვინ არის. ჩვენი მერი არის „ნახვაწა“, რომელიც რა თქმა უნდა მოსახლეობის უმრავლესობას არ აურჩევია და ამით მინდა ვუთხრა, რომ მუნიციპალიტეტის მერია, როგორც თვითმმართველი ორგანო არ არსებობს“, – აცხადებს სიჭინავა.
მერიის დაცვის თანამშრომლებმა მარიამ სიჭინავას მათი დატოვების საშუალება არ მისცეს და მოუწოდეს დაატოვებინა ადმინისტრაციული შენობა.
ცნობისთვის,ზუგდიდის მერი “ქართული ოცნების” კანდიდატი მამუკა წოწერია გახდა. იგი მანამდე ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.
ავტორი: თეა შონია
ასევე დაგაინტერესებთ:
- VIDEO: არ დაგვწყევლოას ახლა – რა მოხდა ნიჭიერის სცენაზე, სადაც მკითხავმა რუსკას ყავის ჭიქაში ჩაიხედა























