15:00 | 2021-11-22 ავტორი: Prime Time

სამსახურებიდან აგდებდნენ, ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული, სახლიც მიატოვა და ახლა ეს ქართველი ბიჭი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელია – შენც შეგიძლია!

სამსახურებიდან აგდებდნენ, ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული, სახლიც მიატოვა და ახლა ეს ქართველი ბიჭი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელია – შენც შეგიძლია!

თუ ფიქრობთ, რომ წარუმატებელი ხართ, თუ ფიქრობთ, რომ კარგი სამუშაოს საპოვნელად შესაბამისი უნარები არ გაქვთ, მაშინ ეს სტატიად ქცეული პოსტი თქვენთვისაა.

 

სოციალურ ქსელში ერთი მომხმარებელია, რომელიც მეგობრებსა და გამომწერებს “არწმუნებს”, რომ მათ ყველაფერი შეუძლიათ… ახლა, პავლე მგელაძის პოსტს კითხულობთ და თავშივე გეტყვით, რომ თქვენ შეგიძლიათ!

მე ვიცი, რას ნიშნავს, ვერ ხედავდე - თაკო ფხაკაძე „ფარულ კონვერტში“ პირად თემებზე ისაუბრებს
2021-11-22მე ვიცი, რას ნიშნავს, ვერ ხედავდე - თაკო ფხაკაძე „ფარულ კონვერტში“ პირად თემებზე ისაუბრებს

პოსტის მთავარი გმირი ახალგაზრდა კაცია, რომელიც ჯერ დამლაგებლად მუშაობდა, მერე – მუშად. დამსაქმებლებმა ჩათვალეს, რომ გიორგი შუკაკიძე ამ სამუშაოებს თავს ვერ ართმევდა… თუმცა, მან სულ რაღაც 3 წელში თავისი ცხოვრება სრულად შეცვალა და ახლა ის საერთაშორისო კომპანიის ერთ-ერთი მნიშნელოვანი რგოლია.

 

“გიორგი შუკაკიძე 25 წლის ბიჭია. უდიპლომო. ჰარდ როკ კაფეში დამლაგებლად მუშაობდა და გამოაგდეს. მერე კახეთში “ლაფატკაზე” მუშაობდა  სარწყავი არხების გასაყვანად და იქაც ვერ გაჩერდა. ალკოჰოლის პრობლემა ქონდა და 22 წლის ასაკში სახლიდან წამოვიდა პატარა ძმისთვის ცუდი მაგალითი რომ არ გამხდარიყო.

 

დღეს გიორგი საერთაშორისო კომპანია EPAM-ში მუშაობს პროგრამისტად. მეგობრებს Java-ს ასწავლის და ალკოჰოლს ბოლო 2 წელია არ გაკარებია. წარმატებულს რომ ეძახიან არ მოსწონს. თვითონ უფრო მეტი უნდა და დიდი მიზნები აქვს.

 

რა მოხდა შუაში? გიორგიმ პროგრამირება ისწავლა. ლეპტოპი არ ქონდა და მეგობრების სახლებში დადიოდა მათი კომპიუტერები რომ გამოეყენებინა მცირე დროით. ტელეფონში იწერდა წიგნებს და იქედან სწავლობდა.

 

შენც შეგიძლია!” – წერს პავლე მგელაძე.

 

ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:

 

შეუწყდება თუ არა სოციალური დახმარება ადამიანს, თუ შრომისუნარიანია და მუშაობაზე უარს აცხადებს – რას ამბობს ვიცე-პრემიერი

 

ვის დაეკისრება ჯარიმა 1-ლი დეკემბრიდან კოვიდრეესტრში არყოფნის გამო

 

„ჩემს სიცოცხლეში პირველად, პრემიერ-მინისტრს ფეხზე წამოვუდექი და ტაში დავუკარი“ – რას წერს ბესო ზანგური

 

სასიხარულო ინფორმაცია სოციალურად დაუცველებისთვის – მთავრობის ახალი ინიციატივა

 

სოფო ნიჟარაძე ელის მარია სააკაშვილის ახალ ფოტოს აქვეყნებს​

ავტორი: Prime Time

X