
სოციალურ ქსელში სევდიანი ფოტო ვირუსულად გავრცელდა, რომელიც ბრიტანელმა ექიმმა, რეიჩელ მერჩანტმა გაავრცელა.
მასზე გამოსახულია საავადმყოფოს დერეფანი, სადაც თავჩახრილი ექთნები დგანან. „ასე გამოიყურება ჩვენი სამშობიარო განყოფილება პარასკევს“, – წერს ექიმი რეიჩელი.
This is what our maternity unit in Harlow looked like on Friday. My friends, work colleagues and work family all united…
Gepostet von Rachael Marchant am Samstag, 4. April 2020
სანამ ამ ფოტოს გადაიღებდნენ, რამდენიმე წუთით ადრე ექთნებს უთხრეს, რომ მათი კოლეგა, 54 წლის ლინსი კოვენტრი კორონავირუსით გარდაიცვალა.
მას შემდეგ, რაც კოვენტრის სიმპტომები გამოუჩნდა, ის კარანტინზე იყო გადაყვანილი და მას შემდეგ კოლეგებს მისი ნახვის საშუალება არ ჰქონდათ.
ბოლო მონაცემებით დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსი 52,260 ადამიანს დაუდასტურდა. მსოფლიოს მასშტაბით კი ვირუსი 1,327,977 ადამიანს აღმოუჩინეს.






















