16:41 | 2020-12-03 ავტორი: Prime Time

სამშობლოდან თქვენი თაობის დანატოვარ კორუფციას და უსამართლობას გავექეცი – ნანა გეგეჭკორი თენგიზ ცერცვაძეს

სამშობლოდან თქვენი თაობის დანატოვარ კორუფციას და უსამართლობას გავექეცი – ნანა გეგეჭკორი თენგიზ ცერცვაძეს

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი, თენგიზ ცერცვაძის განცხადებას ეხმაურება.

 

„საქართველო ჩემი სამშობლოც ისევეა, როგორც თქვენი… სამშობლოდან თქვენი თაობის დანატოვარ კორუფციას და უსამართლობას გავექეცი თავის დროზე. ბევრისგან განსხვავებით, საქართველოსთვის არასდროს არაფერი მითხოვია, პირიქით ჩემი შვილების ლუკმას ვუყოფ იქ დარჩენილ გაღატაკებულ ოჯახის წევრებსა თუ ახლობელ მეგობრებს.

კიდევ ბევრი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს, ერთი პანჩური სჭირდება - კამკამიძე​ ცერცვაძეზე
2020-12-03კიდევ ბევრი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს, ერთი პანჩური სჭირდება - კამკამიძე​ ცერცვაძეზე

 

ამ ძნელბედობის ჟამს, ვცდილობ ცოდნით და გამოცდილებით შევეხიდო იმ ადამიანებს, ვინც სათანადო სამედიცინო დახმარებას ვერ ღებულობს, მხოლოდ იმიტომ, რომ გავლენიანი პატრონი არ ჰყავს, ვერ მიდგება მოდგება და ვერ იპოვის ადგილს ჰოსპიტალში…

 

მათი პრობლემები ჩემი და უამრავი, ჩემსავით უცხოეთში გადახვეწილი ქართველი ექიმის ყოველდიურობა გახდა… რაც შეეხება შეცდომებს და პრობლემებს, ამაზე შუაგულ ომში არ საუბრობენ, მაგრამ ესეც ჩაივლის და ანალიზის დროც აუცილებლად დადგება“,- წერს ნანა გეგეჭკორი.

 

შეგახსენებთ, თენგიზ ცერცვაძემ უცხოეთში მოღვაწე ქართველ ექიმებს მოუწოდა, მიხედონ ქვეყანას სადაც ისინი საქმიანობენ.

ავტორი: Prime Time

X