11:31 | 2021-10-01 ავტორი: Prime Time

სამშობლოს სიყვარულის ძალა გვანახა – სანდრა რულოვსი სააკაშვილზე

სამშობლოს სიყვარულის ძალა გვანახა – სანდრა რულოვსი სააკაშვილზე

„დილა მშვიდობისა – სამშობლოს სიყვარულის ძალა გვანახა!“, -ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ-პოსტს სანდრა რულოვსი.

 

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოშია. მოგვიანებით ვიდეო გაავრცელა:

 

სააკაშვილი: ჩემი თხოვნაა კოლონები იყოს მრავალრიცხოვანი და მძლავრი რათა ვერ შეძლონ ჩემი შეჩერება
2021-10-01სააკაშვილი: ჩემი თხოვნაა კოლონები იყოს მრავალრიცხოვანი და მძლავრი რათა ვერ შეძლონ ჩემი შეჩერება

 

მან ამომრჩევლებს მოუწოდა, 2 ოქტომბერს არჩევნებზე მივიდნენ და შემდეგ თავისუფლების მოედანზე შეიკრიბონ.

 

„ჩვენ უნდა მივიდეთ 2 ოქტომბერს, ყველამ მივცეთ ხმა და შემდეგ 3 ოქტომბერს შევიკრიბოთ, რუსთაველი, თავისუფლების მოედანი გავავსოთ. თუ 100 ათასი ადამიანი ვიქნებით, ვერავინ დაგვამარცხებს და საქართველო დაადგება ისევ განვითარების გზას. ეს სიღარიბე და საშინელება დასრულდება. აბა თქვენ იცით, თქვენს იმედზე ვარ. ხომ ხედავთ, ყველაფერი გავრისკე, ჩემი სიცოცხლე, თავისუფლებაც, ყველაფერი, რათა აქ ჩამოვსულიყავი. თქვენგან მხოლოდ ერთი რამ მინდა, მიდით არჩევნებზე, ნუ შეგეშინდებათ, ნუ ჩამოუშვებთ ხელებს, ყველაფერი გამოგვივა, აბა თქვენ იცით. მომავალ შეხვედრამდე, სულ მალე თბილისში“,-აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

 

ასევე ნახეთ:

სააკაშვილი: ჩემი თხოვნაა კოლონები იყოს მრავალრიცხოვანი და მძლავრი რათა ვერ შეძლონ ჩემი შეჩერება

 

 

 

ნახეთ სააკაშვილის ვიეომიმართვა

 

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X