17:22 | 2020-04-15 ავტორი: თათია ცუკოშვილი

სამშობლოში 6057 მოქალაქე დაბრუნდა

სამშობლოში 6057 მოქალაქე დაბრუნდა

2020 წლის 15 აპრილის მონაცემებით საელჩობმა სხვადასხვა ქვეყნებში დახმარება 6054 მოქალაქეს აღმოუჩინეს, ხოლო სამშობლოში 6057 მოქალაქე დაბრუნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, გუშინ  ამსტერდამი-თბილისის რეისი შესრულდა, რომლითაც სამშობლოში 184 მოქალაქე დაბრუნდა. მგზავრთა შორის მცირეწლოვანი ბავშვები, რამდენიმე ჩვილი, სხვადასხვა ქრონიკული და განსაკუთრებულად მძიმე ფორმის დაავადებების მქონე პირები იყვნენ.

 

„ხვალ შესრუდლება პარიზი-თბილისის რეისი. საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებული და ეტაპობრივი დაბრუნების პროცესის ფარგლებში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისებით. დღევანდელი დღის, ანუ 15 აპრილის მონაცემებით სახმელეთო და საზღვაო გზებით საქართველოში 6057 ადამიანი დაბრუნდა.

 

ხოლო საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 6054 მოქალაქეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე ყოველ დღე ახლდება მონაცემები COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X