20:06 | 2020-12-10 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

სამცხე-ჯავახეთში COVID 19-ით მეხუთე ექიმი გარდაიცვალა

სამცხე-ჯავახეთში COVID 19-ით მეხუთე ექიმი გარდაიცვალა

ახალციხეში 65 წლის ექიმი ნინა მერაბიშვილი გარდაიცვალა. მედიკოსი რეფერალურ ჰოსპიტალში, ფტიზიატრად მუშაობდა.

 

კოლეგების თქმით, ქალს დაახლოებით, ორი კვირის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა დაავადება მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობდა, ამიტომ მკურნალობის კურსს სახლში გადიოდა. ქალის მდგომარეობა მაშინ დამძიმდა, როცა ინფარქტი დაემართა.

სახალისო კითხვები ექიმს: „ღვინოს და ქალებს მოვერიდო?“ - ნახეთ წამყვანის რეაქცია
2020-12-10სახალისო კითხვები ექიმს: „ღვინოს და ქალებს მოვერიდო?“ - ნახეთ წამყვანის რეაქცია

 

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ინფიცირებული ექიმი კლინიკა “იმედში” 24 ნოემბერს შეიყვანა, საიდანაც თბილისის ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში გადაიყვანეს. ახალციხელი მედიკოსი დღეს, 10 დეკემბერს გარდაიცვალა.

 

„ავად იყო კოვიდით და დაემართა კიდევ ინფარქტი, მაგიტომ იყო გადაყვანილი თბილისში, თორემ შიდაიზოლაციაში გადიოდა მკურნალობას. არ ჰქონდა ამ კოვიდზე ისეთი მდგომარეობა, რომ რამე პრობლემა ყოფილიყო. უბრალოდ დამძიმდა იმით, რომ დაემართა ინფარქტი.“– განაცხადა ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის მთავარმა ექიმმა ბესიკ ბურჯალიანმა.

 

ეს მეოთხე შემთხვევაა, როცა ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის თანამშრომ ელი კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა.

 

ავტორი: რუსკა გვარამაძე

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X