
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
სამცხე-ჯავახეთმა ე.წ. მწვანე ზონის სტატუსი დაკარგა. რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
Covid-19 დაბა ახალდაბაში ახალგაზრდა მამაკაცს დაუდასტურდა. 30 წლამდე პირს სავარაუდოდ, სამსახურის გამო შეხება ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან.
ის მშობლებთან ერთად ახალდაბაში ცხოვრობდა, თუმცა თბილისში იმყოფებოდა. სახლში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, საიდანაც ბაკურიანის საკარანტინე ზონაში გადაიყვანეს. ახლა ინფიცირებულის კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს.
ბორჯომის ცხელების ცენტრში გუშინ მოათავსეს ინფიცირებულის ოჯახის წევრი. მისი ანალიზის პასუხი უარყოფითია.
ცნობისთვის, დღეს კორონავირუსის კიდევ 30 შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად ინფიცირებულთა რიცხვი 336-ს შეადგენს.
ასევე, გამოჯანმრთელებულია 74 ადამიანი. ამ დროისთვის გარდაცვლილია სამი ადამიანი
- 15 აპრილიდან, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.
- საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.
- კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
ავტორი: რუსკა გვარამაძე






















