
2020 წლის 16 მაისს, 72 წლის ასაკში, გარდაიცვალა „ი. სუხიშვილის სახელობის ქართული აკადემიური ეროვნული ბალეტის“ ოქროს თაობის მოცეკვავე (სოლისტი), საქართველოს დამსახურებული არტისტი ნელი ხაჟომია.
საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ადმინისტრაცია და გამგეობა, კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი არტ-ფოლკი, კულტურის ინსტიტუტი, ქორეოგრაფთა კავშირის ქ. თბილისის საქალაქო ორგანიზაცია ღრმა მწუხარებას გამოხატავს სუხიშვილების ანსამბლის ოქროს თაობის სოლისტისა და სახელოვანი მოცეკვავის საქ. დამსახურებული არტისტის ნელი ხაჟომიას გარდაცვალების გამო.
იხ. ფოტო: ფრაგმენტი რეჟ. დევი აბაშიძის ფილმიდან „გამოაღე ფანჯრები” – 1982 წელი:

შეგახსენებთ, რომ 1982-2002 წლებში, ნელი ხაჟომია მეუღლესთან, შალვა ყურაშვილთან ერთად, თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულ ანსამბლს ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში, ანსამბლმა, უამრავი გრან-პრი მოიპოვა, როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

„პრაიმტაიმი“ სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
იხ. ვიდეო: ცეკვა „აჭარული“ – ფრიდონ სულაბერიძე და ნელი ხაჟომია






















