
პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ 8 მარტის შეთანხმებას შესრულება სრულად არ უწერია. ამის შესახებ მან „მთავარ არხთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ახლა მთავრია შეთანხმების მინიმალური პირობები მაინც შენარჩუნდეს.
„სამწუხაროდ, ჩანს, რომ ამ შეთანხმებას შესრულება სრულად არ უწერია. ცოტა უფრო მეტზე შეგვიძლია ვიზრუნოთ, ვიდრე ის, ვის დაბრალდება, შეთანხმების ჩავარდნა.
როგორც არ უნდა ეცადოს ხელისფულება, რომ გადაბრალდეს სხვას, ეს უბრალოდ ვერ მოხდება. ახლა ჩემთვის მნიშნველოვანია, მთლიანად არ დაიკარგოს ყველაფერი, რასაც ეს შეთანხმება მოიცავდა. როგორც მინიმუმ, საკონსტიტუციო ცვლილებები მაინც მივიღოთ“,- აღნიშნავს ჩუგოშვილი.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოდელზე შეთანხმება მმართველ გუნდსა და ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს შორის 9 მარტს შედგა.
ოპოზიციური პარტიები, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ითხოვენ.
რაზე დავობს ოპოზიცია და ხელისუფლება – ნახეთ გასაგებად და დეტალურად
რას ითვალისწინებს 8 მარტის შეთანხმება?! – არჩევნები 2020
პარლამენტის თავმჯდომარემ, შეთანხმებასთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩაატარა:
პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არ დაუდია – არჩილ თალაკვაძე
დაიღალნენ ჩვენი უცხოელი მეგობრები! – თალაკვაძე ფასილიტატორ ელჩებს თხოვნით მიმართავს
ცვლილებების ჩაგდება ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება – თალაკვაძე
თალაკვაძის განცხადება იყოს სიცრუე! – ოპოზიცია „ოცნებას“ პასუხობს























