
როგორც უკვე ცნობილია თოქ-შოუ „პროფილი“ „TV პირველის“ ეთერში აღარ გავა. გავრცელებული ინფორმაციით, გადაცემის დახურვის მიზეზი მაღალი ფინანსური ხარჯია.
გადაცემის ავტორი და წამყვანი მაია ასათიანი „ტვ პირველიდან“ წამოსვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ადასტურებს, რომ ეს გადაწყვეტილება მან და მისმა გუნდმა ერთობლივად მიიღეს.
„ვადასტურებ, რომ „ტვ პირველი“ მე და ჩემმა გუნდმა დავტოვეთ. ასეთი იყო „პროფილის“ გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილება! უდიდესი მადლობა „ტვ პირველის“ გუნდს გულთბილი დახვედრისთვის და ღირსეული მასპინძლობისთვის. ეს არასოდეს დამავიწყდება. „ტვ პირველში“ ჩემი მეგობრები და თანამოზარეები მუშაობენ და ყოველთვის ვიქნები ამ ტელევიზიის მხურვალე გულშემატკივარი. უდიდესი წარმატება მათ. სამწუხაროდ ჩვენი გზები გაიყარა, ცხოვრებაა… ხდება ხოლმე.“- წერს მაია ასათიანი.
დაგაინტერესებთ სხვა საინტერესო სიხალეები ⇓























